ქობულეთის მუნიციპალიტეტში სამი სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა


ავტორი
Front News საქართველო
ქობულეთის მუნიციპალიტეტში სამი სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, განახლებული რეკრეაციული სივრცეები დაათვალიერა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, რეაბილიტაციის შედეგად, სამივე სკვერის მთლიანი ტერიტორია განახლდა, დაიგო დეკორატიული ფილები, დამონტაჟდა ახალი გარე განათების სისტემა, მოეწყო საბავშვო და მოსასვენებელი სივრცეები, ასევე სავარჯიშო კუთხე და საფეხმავლო ბილიკები.
მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ განახლებული ინფრასტრუქტურა ერთი მხრივ გაზრდის ქობულეთის ტურისტულ მიმზიდველობას, ხოლო მეორე მხრივ შექმნის კომფორტულ გარემოს, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ქალაქის სტუმრებისთვის.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, განახლებული სკვერები აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ქობულეთის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ცეცხლაძემ, უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა დაათვალიერეს.
თაგები:
ქობულეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა