Logo

კოლეგის შევიწროებაში ბრალდებულ პედაგოგს სასამართლომ 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა

სამართალი
857
Frontnews image description

კოლეგის შევიწროებაში ბრალდებულ პედაგოგს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ არ გაითვალისწინა ბრალდების შუამდგომლობა და აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა არ გამოიყენა, მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

 

სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული. მისი თქმით, საქმეში არ არსებობდა არცერთი მტკიცებულება და მის წინააღმდეგ ცილისწამება მისი თანამდებობის მიმართ სხვის ინტერესს უკავშირდება.

 

საქმე ეხება თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ ფაქტს. სკოლის პედაგოგი მისსავე კოლეგას სექსუალურ შევიწროებას და დევნაში ადანაშაულებდა.

 

თაგები:

გირაო
Advertisement