Logo

კოლეჯი “იბერია” საზოგადოებას მორიგ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს

საზოგადოება
652
Frontnews image description

23 მარტს ქუთაისში, კოლეჯი “იბერია” მასტერკლასს გამართავს, სადაც ბავშვები რობოტიკის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ.

 

შემდეგ მოზარდები ტრენერების დახმარებით, სერვო ძრავების, სენსორებისა და პროგრამირებადი დაფის გამოყენებით პოპულარული ოტო რობოტის კონსტრუქციას ააგებენ და დააპროგრამებენ სისტემას სხვადასხვა ვერსიის კოდებით და ფუნქციურს გახდიან თავიანთ ნამუშევრებს.

 

ბავშვები დაიყოფიან ჯგუფებად და თითოეულს ოტო რობოტის ასაწყობად საჭირო მასალები მიეცემა, ასევე შეძლებენ კოდის სხვადასხვა ვერსიის დაწერას თავიანთი აგებული სისტემების სამართავად.

 

მასტერკლასს ბავშვები დამოუკიდებლად, მშობლების გარეშე დაესწრებიან.

 

დეტალების ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://solo.ge/ka/solo/lifestyle/event-details/65e84c83bd5f0c0008ee1c6d 

თაგები:

იბერია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები