Logo

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 250-ს გადააჭარბა

მსოფლიო
234
Frontnews
კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 250-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 250-ს გადააჭარბა. მაშველები ნანგრევებში გადარჩენილთა ძებნას განაგრძობენ.

გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა ოფისის შეფასებით, დაზიანებულია დაახლოებით 5 000 საცხოვრებელი სახლი, ათობით შენობა კი მთლიანად დანგრეულია.

მიწისძვრამ ქვეყნის ინფრასტრუქტურასაც დააზიანა. დაიხურა ექვსი აეროპორტი. ელექტროენერგია, წყალმომარაგება და კავშირგაბმულობა კვლავ შეფერხებულია.

დაზარალებულ რეგიონებში კავშირგაბმულობის პრობლემების გამო ზუსტი ზარალისა და დაღუპულთა საბოლოო რაოდენობის დადგენას, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდეს.

7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონსა და მეზობელ სახელმწიფოებში – ვენესუელაში, ეკვადორსა და პანამაშიც იგრძნობოდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები