
ავტორი
Front News საქართველო
ვნანობთ, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ რუსეთს თავისი უკანონო ქმედებების გამო მაშინ არ დავუწესეთ სანქციები, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა.
რაისმა ვაშინგტონის ბრუკინგის ინსტიტუტში გამართული დისკუსიის დროს აღნიშნა, რომ საქართველო ახლა სწორი მიმართულებით არ მიდის, ქვეყანაში ირღვევა ადამიანის უფლებები, პრობლემებია დამოუკიდებელი მედიის მხრივ.
“2008 წელს სწორედ მიხეილ სააკაშვილის დამსახურებით რუსეთმა ვერ მოახერხა თბილისში შეჭრა, ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო. ვნანობთ, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ რუსეთს თავისი უკანონო ქმედებების გამო მაშინ არ დავუწესეთ სანქციები. ახლა კი დავკარგეთ ფოკუსი საქართველოზე, სადაც უკვე სხვა ვითარებაა, ადამიანის უფლებები ირღვევა, ასევე პრობლემაა დამოუკიდებელი მედიის მხრივ. საქართველო ახლა სწორი მიმართულებით არ მიდის”, – განაცხადა კონდოლიზა რაისმა.
თაგები:
კონდოლიზა რაისი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს