კონგოს რესპუბლიკაში სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა

ავტორი
Front News საქართველო
კონგოს რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის ძალების თადარიგის ოფიცერი, სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური ტრაგიკულად დაიღუპა.
შემთხვევა 17 ივნისს მოხდა.
საბჭოთა წარმოების "სუ 25-ის" ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი საბრძოლო ოპერაციის დროს კატასტროფაში მოჰყვა.
პილოტმა კატაპულტირება მოასწრო, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ზვიად ბექაური 28 ივლისს სამხედრო პატივით დაკრძალეს.
ის აფხაზეთის, სამაჩაბლოსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომების ვეტერანი იყო. ბექაური ავიაციის ვიცე-პოლკოვნიკი იყო. ქართველ სამხედრო მფრინავს არაერთი ჯილდო ჰქონდა მიღებული. მათ შორის, ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენი, მედლები სამხედრო სამსახურისთვის და მხედრული მამაცობისათვის. ზვიად ბექაური წლების განმავლობაში მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო - საავიაციო ბრიგადაში სუ-25 თვითმფრინავის მფრინავად. 2014-2016 წლებში იყო ბრიგადის მეთაური. ბოლო წლებში მსახურობდა აფრიკაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
თაგები:
სამხედრო მფრინავი




