
ავტორი
Front News საქართველო
ქართველებს გავუგზავნით მესიჯს, რომ აშშ საქართველოს პარტნიორია. დადგება დღე, როდესაც საქართველოს ნატოს წევრად ვიხილავთ, – ამის შესახებ კონგრესმენმა სტივ უომაკიმ განაცხადა.
აშშ-ში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. ამჯერად მმართველი გუნდის წარმომადგენლები კონგრესმენებს შეხვდნენ. მათ სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები, ეკონომიკური ურთიერთობები და რუსეთის აგრესიული პოლიტიკა განიხილეს, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს საფრთხეს უქმნის.
“ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე. მათ შორის, ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, ნაციონალურ უსაფრთხოებაზე. უსაფრთხოებაზე აღმოსავლეთ ევროპაში და იმ საფრთხეებზე, რომელსაც რუსეთი ამ რეგიონში წარმოადგენს. ყოველთვის გავიზიარებთ საქართველოს შეშფოთებას და მის გვერდით ვიქნებით. ქართველებს გავუგზავნით მესიჯს, რომ აშშ საქართველოს პარტნიორია. დადგება დღე, როდესაც საქართველოს ნატოს წევრად ვიხილავთ. მანამდე კი ჩვენ გვერდით დგომასა და მხარდაჭერას გავაგრძელებთ. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც კი შეგვიძლია, რომ რეგიონს დავეხმაროთ“, – განაცხადა კონგრესმენმა სტივ უომაკიმ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს