
ავტორი
Front News საქართველო
თიბისი კონცეპტის და Visa-ს მხარდაჭერით, 6 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში „კონცერტები ორი როიალისა და ორკესტრისთვის“, დათუნა ალადაშვილისა და მარიანა აჩბას მონაწილეობით გაიმართება.
არტისტები გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან და სპეციალურად მოწვეულ სტუმარ, ლუი შვიცბეგელ ვანგთან ერთად მოცარტისა და პულენკის ნაწარმოებებს შეასრულებენ.
კონცერტს დირიჟორობას დიანა იმერი ილკოსკა გაუწევს.
კონცერტის პროგრამა:
ვ.ა. მოცარტი – „დონ ჯოვანი“, უვერტიურა, K.527
ვ.ა. მოცარტი – კონცერტი ორი ფორტეპიანოსთვის, მი-ბემოლ მაჟორი, KV.365
ფ. პულენკი – კონცერტი ორი ფორტეპიანოსთვის, რე მინორი, FP 61
თიბისი კონცეპტის Visa ბარათით გადახდისას ისარგებლებთ 15%-იანი ფასდაკლებით. ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.
(R)
თაგები:
კონცერტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს