Logo

კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრები წეროვნის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდნენ

პოლიტიკა
135
Frontnews
კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრები წეროვნის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდნენ

კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრები საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში წეროვნის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდნენ.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა დავით კაიკაციშვილმა დელეგაციის წევრებს ადგილზე მიაწოდეს ინფორმაცია დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობისთვის შექმნილი პირობების, მიმდინარე პროექტებისა და სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა წეროვნის საჯარო სკოლაც დაათვალიერეს, გაეცნენ სასწავლო გარემოსა და მოსწავლეებისთვის შექმნილ პირობებს. ასევე, მათ დეტალური ინფორმაცია მიიღეს იმ სერვისების შესახებ, რომლებიც დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებსა და ბავშვებს სხვადასხვა მიმართულებით მიეწოდებათ.

სტუმრებმა დევნილ ოჯახთანაც გამართეს შეხვედრა, გაეცნენ მათ საცხოვრებელ გარემოსა და გამოცდილებას.

წეროვანში გამართულ შეხვედრას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები