
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში კორონავირუსით 7 თვის ორსული გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ორსულის გარდაცვალების გამო ექიმებისა თუ კლინიკის კვალიფიკაციის საკითხი არ დგას.
“COVID-19 გახლავთ საკმაოდ რთული ინფექცია, რომელიც არამარტო ორსულებისთვის წარმოადგენს მაღალ რისკს, არამედ სხვა საკმაოდ ჯანმრთელი პაციენტებისთვისაც ძალიან მაღალ რისკს. ეს კითხვები შეგიძლიათ დაუსვათ ექიმებს, რადგან ისინი მართავენ პაციენტებს და გართულების მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა. არ არის ექიმების ან კლინიკის კვალიფიკაციაზე საუბარი, როგორც წესი, დაავადება მიმდინარეობს არაერთგვაროვნად, იწვევს სხვადასხვა გართულებებს და, ჩვენდა სამწუხაროდ, ყველა პაციენტის გადარჩენა ვერ ხერხდება, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში ყველა ექიმი არის მაქსიმალურად ჩართული”, – განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველოში კორონავირუსით ეს უკვე მეხუთე გარდაცვლილი ორსულია.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს