Logo

“კორუფციისაგან თავისუფლებით საქართველომ გაუსწრო ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 8 სახელმწიფოს”

პოლიტიკა
378
Frontnews image description

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, “გლობალური კორუფციის ინდექსში” საქართველომ “კორუფციის დაბალი დონის” სტატუსი მიიღო და რეგიონში ლიდერია.

 

“მსოფლიოს მოწინავე ანალიტიკურმა ცენტრმა, შვეიცარიულმა ორგანიზაციამ – Global Risk Profile (GRP) “გლობალური კორუფციის ინდექსი 2023“ გამოაქვეყნა.

 

რეიტინგში საქართველო 2 ადგილით დაწინაურდა, მსოფლიოს 196 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის საუკეთესო 25%-ში მოხვდა და მსოფლიოში 43-ე ადგილი დაიკავა. შავიზღვისპირეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კი პირველი ადგილი მიიღო – სტატუსით „კორუფციის დაბალი დონე“. საქართველო აღნიშნულ რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც „კორუფციის დაბალი დონის“ სტატუსი აქვს.

 

კორუფციისაგან თავისუფლებით საქართველომ გაუსწრო ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 8 სახელმწიფოს.

 

GCI-ის გამოსათვლელად განიხილება 6 ინდიკატორი, რომელთაგან 4 ორიენტირებულია კორუფციაზე, ხოლო 2 ფინანსურ დანაშაულზე” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები