
ავტორი
Front News საქართველო
“კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წახალისების პროგრამა 31 მარტამდე გაგრძელდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 200-ლარიანი წახალისების პროგრამით სარგებლობა 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს ვაქცინაციის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ შეუძლიათ.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ბუსტერის გაკეთების შემთხვევაში, 100 ლარს მიიღებენ.
“იმ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი საპენსიო ასაკს არ შეესაბამება, სოციალური სააგენტო „ლიბერთი ბანკთან“ არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, ანგარიშებს თავად გაუხსნის.
ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 15 22-ზე ან ეწვიოთ ვებგვერდს booking.moh.gov.ge. ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს