Logo

კოვიდინფიცირებული 1 258 მძიმე პაციენტიდან 269 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

საზოგადოება
1070
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  3 670 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 652 შემთხვევა, აჭარა – 601, იმერეთი – 400, ქვემო ქართლი – 197, შიდა ქართლი – 155, გურია – 93, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 190, კახეთი – 187, მცხეთა-მთიანეთი -84, სამცხე-ჯავახეთი – 89, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 22.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 37 108 საიდანაც: 6 219 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 996, აჭარაში – 762, იმერეთში – 917. 

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 258 პირი, მათ შორის, თბილისში – 569, აჭარაში – 124, იმერეთში -295. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 269 პირი,  მათგან თბილისში – 185, აჭარაში – 17, იმერეთში – 18. 2 443 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 009 – თბილისში, 820- აჭარაში. 28 446 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები