Logo

კოვიდინფიცირებული 1 328 მძიმე პაციენტიდან 293 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

საზოგადოება
1643
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 236 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 946 შემთხვევა, აჭარა – 499, იმერეთი – 177, ქვემო ქართლი – 100, შიდა ქართლი – 90, გურია – 38, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 126, კახეთი – 165, მცხეთა-მთიანეთი -56, სამცხე-ჯავახეთი – 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 40 233 საიდანაც: 6 641 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 125, აჭარაში – 874, იმერეთში – 959. 

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 328 პირი, მათ შორის, თბილისში – 587, აჭარაში – 134, იმერეთში – 312. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი,  მათგან თბილისში – 190, აჭარაში – 21, იმერეთში – 18. 2 552 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 151 – თბილისში, 818- აჭარაში. 

 

31 040 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები