Logo

კოვიდინფიცირებული 1 477 მძიმე პაციენტიდან 335 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

საზოგადოება
1476
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 743 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 860 შემთხვევა, აჭარა – 677, იმერეთი – 573, ქვემო ქართლი – 277, შიდა ქართლი – 304 გურია – 120, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 297, კახეთი – 386, მცხეთა-მთიანეთი – 113, სამცხე-ჯავახეთი – 98, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 38.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 58 995 საიდანაც: 7 238 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 188, აჭარაში – 951, იმერეთში – 1 045. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 477 პირი, მათ შორის, თბილისში – 617, აჭარაში – 145, იმერეთში – 334. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 335 პირი,  მათგან თბილისში – 206, აჭარაში – 26, იმერეთში – 20. 3 458 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 649 – თბილისში, 1 333 – აჭარაში.  

 

48 299 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები