Logo

კოვიდინფიცირებული 1 572 მძიმე პაციენტიდან 414 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

საზოგადოება
1469
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 120 ახალი შემთხვევიდან:

 

თბილისში გამოვლენილია 415 შემთხვევა, აჭარა – 147, იმერეთი – 175, ქვემო ქართლი – 48, შიდა ქართლი – 46, გურია – 29, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 94, კახეთი – 73, მცხეთა-მთიანეთი – 40, სამცხე-ჯავახეთი – 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 38 391, საიდანაც 7 016 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 031, აჭარაში – 843, იმერეთში – 1 102.

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 572 პირი, მათ შორის, თბილისში – 687, აჭარაში – 179, იმერეთში – 340. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი,  მათგან თბილისში – 241, აჭარაში – 47, იმერეთში – 35.

 

2 292 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 124 – თბილისში, 712 – აჭარაში.

 

29 083 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 88 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 83, ხოლო აჭარაში – 5.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები