Logo

კრაკოვში მამაკაცმა ავტომობილიდან გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა - დაღუპულია ხუთი ადამიანი

მსოფლიო
92
Frontnews
კრაკოვში მამაკაცმა ავტომობილიდან გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა - დაღუპულია ხუთი ადამიანი

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში სროლას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. მთავარ მოედანზე თავდასხმის შედეგად დაშავებულია ათამდე ადამიანი, მათ შორის პოლიციელები.

პოლიციის დეპარტამენტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე, მოედანზე შესულმა მამაკაცმა თავისი ავტომობილიდან გამვლელების მიმართ ცეცხლი გახსნა.

პოლიციამ თავდამსხმელი დაჭრა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მას კრაკოვში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდის.

"პოლიცია თავდასხმის წინაპირობებსა და ყველა გარემოებას იკვლევს“, – აცხადებს ტუსკი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები