Logo

კრემლი ვარაუდობს, რომ ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა 6-7 საათს გაგრძელდება

უკრაინამსოფლიო
259
Frontnews image description

დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ალასკაში შეხვედრა შესაძლოა, სულ 6-7 საათს გაგრძელდეს, - ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, თავდაპირველად თანაშემწეებთან პირისპირ საუბარია მოსალოდნელი. ამის შემდეგ, დელეგაციების ფარგლებში მოლაპარაკებები იგეგმება. შესაძლოა, ისინი სამუშაო სადილის სახით წარიმართოს.

პრესმდივანმა დააკონკრეტა, რომ ამის შემდეგ ლიდერები გარკვეული დროით დაიშლებიან. შემდეგ შესაძლებელია ერთობლივი პრესკონფერენციის ჩატარება.

"ზოგადად, შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ამაზე მინიმუმ 6-7 საათი დაიხარჯება“, - აღნიშნა მან.

Advertisement