Logo

ქრთამის მიცემისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალი
428
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მიცემის ბრალდებით ერთი პირი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

ამასთან, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.

დანაშაული თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 1988 წელს დაბადებულმა მოქალაქე ზ.მ.-მ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს უკანონო ქმედების, კერძოდ სასაზღვრო პუნქტის გვერდის ავლით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გადაყვანაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით ფულადი თანხა შესთავაზა. გარდა ამისა, მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.

ქრთამის მიცემისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.

Advertisement