
ავტორი
Front News საქართველო
ამ კანონის მიღების შემთხვევაში, გაწევრიანებაზე მოლაპარაკება უნდა შეჩერდეს. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოვახდინოთ დიფერენციაცია პარტიების, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა რუსული კანონის მიღებას ცდილობს.
“აბსოლუტურად ნათელია, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს მიიღოს რუსული ტიპის კანონი იმისთვის, რომ მიზანმიმართულად დააბრუნოს საქართველო რუსეთისკენ და ეს არის მცდელობა, საქართველოს მთავრობის კრემლს აჩვენოს, რომ მათი საკითხი იქნება დღის წესრიგში საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოვახდინოთ დიფერენციაცია პარტიების, ჩვენ უნდა ვთხოვოთ საბჭოს, რომ შეიმუშაონ კრიტერიუმები რით უნდა მოხდეს მიღება ევროკავშირში და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი, რომ დაბრკოლება ევროკავშირის გზაზე არის არა საქართველოს ხალხი, არამედ საქართველოს მთავრობა, გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს”, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
თაგები:
ანდრიუს კუბილიუსი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს