
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, ორი წლის წინ ევროკავშირის გაფართოებაზე საუბარიც კი შეუძლებელი იყო და დიდი ისტორიული შეცდომა იქნებოდა იმ მომენტის დაკარგვა, როდესაც აცნობიერებ, რომ ევროკავშირის გაძლიერება დაკავშირებულია გაფართოებასთან.
“ჩემი აზრით, ახლა არის ერთი დიდი ჯგუფი, რომლებსაც უწოდებენ ევროკავშირის გაფართოების მონაწილეებს. ყველა მათგანისთვის მნიშვნელოვანია პროგრესი, რაც უნდა იყოს დაფუძნებული დამსახურებაზე ორიენტირებულ მიდგომაზე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ევროკავშირი გაფართოების კომიდან უკრაინამ გამოიყვანა. ორი წლის წინ გაფართოებაზე საუბარიც კი შეუძლებელი იყო. არც ჩვენ და არც საქართველოს ევროპული პერსპექტივაც კი არ გვქონდა მონიჭებული და ახლა ევროკავშირისთვის ამ გამოღვიძების მომენტის დაკარგვა, მომენტის დაკარგვა, როდესაც აცნობიერებ, რომ ევროკავშირის გაძლიერება დაკავშირებულია გაფართოებასთან, იქნებოდა დიდი ისტორიული შეცდომა.
დღევანდელ დისკუსიებზე საქმე არა იმდენად კონკრეტული ქვეყნების გაწევრიანებას, არამედ ევროკავშირის მომავალს ეხება. არა მხოლოდ როგორც გაერთიანებისა, არამედ როგორც ევროპული სიძლიერის წყაროს“, – განაცხადა კულებამ.
თაგები:
დმიტრო კულება
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს