Logo

კულება – არ მგონია, რომ ახლა ის მომენტია, როცა ჩინეთი მზად არის რუსეთის შეიარაღებისთვის

უკრაინა
1370
Frontnews
კულება – არ მგონია, რომ ახლა ის მომენტია, როცა ჩინეთი მზად არის რუსეთის შეიარაღებისთვის

ჩინეთი ჯერ კიდევ აქვს ეჭვები რუსეთისთვის იარაღის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელსაც ის იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომში და საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

 

”არ ვფიქრობ, რომ ჩინეთისთვის ეს ის მომენტია, როდესაც ის მზად იქნება რუსეთის შეიარაღებისთვის”, – აღნიშნა მან.

 

დღეს რუსეთმა და ჩინეთმა დაადასტურეს, რომ სი ძინპინი მოსკოვს ეწვევა. მისი ვიზიტი მომავალ კვირას, 20-დან 22 მარტამდე გაიმართება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები