კულება – მიეცით უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებები, იმოქმედეთ დაუყოვნებლივ


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და რუსეთში სამხედრო სამიზნეებზე დარტყმების განხორციელებაზე ნებართვა რუსეთის იერიშების აღკვეთის საუკეთესო გზაა.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინს შეუძლია ნებისმიერი სიცრუის გავრცელება, მაგრამ მისი ქმედებები ყველაფერზე მეტყველებს.
“უკრაინის პარტნიორებს აქვთ ორი გზა ასეთი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად. პირველი: მეტი Patriot და სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინისთვის. მეორე: უკრაინამ უნდა ჩამოაგდოს რუსული სამხედრო თვითმფრინავები, სანამ ისინი ბომბებს ჩამოაგდებენ ხარკოვსა და სხვა ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში.
მიეცით უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებები და მხარი დაუჭირეთ უკრაინის დარტყმებს რუსეთში სამხედრო სამიზნეებზე. იმოქმედეთ დაუყოვნებლივ“, – წერს კულება სოციალურ ქსელში.
ხარკოვში სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტზე რუსების თავდასხმის შედეგად ამ დროისთვის 5 დაღუპულის და 40 დაშავებულის შესახებ არის ცნობილი, 17 ადამიანი დაკარგულად ითვლება. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, დაბომბვის დროს ჰიპერმარკეტში 200-მდე ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო.
თაგები:
დმიტრო კულება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს