
ავტორი
Front News საქართველო
კულტურის სამინისტროსთან ხელოვანები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ დაწყებულ საკადრო წმენდას აპროტესტებენ.
მათ შედგენილი აქვთ პეტიცია, რითაც კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ.
სამოქალაქო აქტივისტები კულტურის მინისტრის მიერ დაწყებულ პროცესებს წინა საუკუნის 20 – 30-იანი წლების ბოლშევიკურ სულისკვეთების გამოძახილად მიიჩნევენ. მათ თან აქვთ პლაკატები – “სიკვდილი ხალხის მტრებს, სამშობლოს გამყიდველებს”, დიდება პარტიას”, “ბოლშევიკური ენერგიით ბოლო მოვუღოთ მავნებლობის შედეგებს”.
სამოქალაქო აქტივისტის ცირა ელისაშვილის განცხადებით, 21-ე საუკუნეში საზოგადოება ახალ რეპრესიებს არ დაუშვებს.
“ეს არის მცდელობა რეპრესიების განხორციელების. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი გათავისუფლებულია და ერთი შეხედვით, ეს რეპრესიები წარმატებით მიმდინარეობს, მაინც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ, საზოგადოება არ დავუშვებთ იმ ფინალს, რომლისკენაც კულტურის სამინისტრო მიზანმიმართულად მიდის.
ამ ხელისუფლეებისა და კონკრეტულად, კულტურის მინისტრის დავალება ის კი არ არის, რომ განავითაროს კულტურის სფერო, არამედ ის, რომ გამოავლინოს ამ ხელისუფლებისადმი არალოიალურად განწყობილი ადამიანები და დასაჯოს ისინი, მაგრამ მთავრობას მინდა ვუთხრა, რომ 2022 წელს 1937 უბრალოდ, ვერ განხორციელდება”, – განაცხადა ცირა ელისაშვილმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს