
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოსთვის ძალიან რეალურია რომ გახდეს ევროკაშირის კანდიდატი ქვეყანა, – ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს საკითხი უნდა იყოს დღეს პრიორიტეტული სრულიად ქვეყნისთვის.
“საქართველოსთვის ძალიან რეალურია, რომ გახდეს ევროკაშირის კანდიდატი ქვეყანა, ეს უნდა მოხდეს წელს, უკრაინასა და მოლდოვას ასეთი ეკონომიური რეფორმები არ ჩაუტარებია, როგორც საქართველოს. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც შესთავაზეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ევროკავშირმა კი უთხრა საქართველოს – არის 12 საკითხი, რომელზეც უნდა იმუშაოთ და ჩვენ მოგანიჭებთ ამ სტატუსს, იყო დიალოგი ბრიუსელთან ამის შესახებ, ოპოზიციასთანაც იყო საუბრები. ეს უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მთლიანად საქართველოსთვის, ყველა პარტიისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა.
თაგები:
კურტ ვოლკერი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს