
ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს ერთობლივი სასწავლო პროგრამების, ტრენინგებისა და კვლევითი პროექტების განხორციელებას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა, ვახტანგ ცაგარელმა და სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორმა, სოფიო აბულაშვილმა. უნივერსიტეტისა და აკადემიის წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი და აკადემიის ვიცე რექტორი დავით გაფრინდაშვილი.
თანამშრომლობის ფარგლებში, უნივერსიტეტის STEM მიმართულებების სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კიბერუსაფრთხოების სფეროებში ინოვაციური პროექტების შემუშავებას, რაც მიზნად ისახავს თანამედროვე ციფრული გამოწვევების საპასუხოდ ახალი ინიციატივების მხარდაჭერას. აღნიშნულ პროცესში თანამშრომლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოებრივი, ისე საერთაშორისო მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს KIU-ს ულტრათანამედროვე კამპუსი, რომელიც მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით ინფრასტრუქტურას, სრულად აღჭურვილ სტუდენტურ საცხოვრებელ კორპუსებს, ბიბლიოთეკას, საკონფერენციო სივრცეებს, კაფეტერიებს, სპორტულ მოედნებსა და რეკრეაციულ ზონებს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს