Logo

Logo

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა გაიხსნა

საზოგადოება
Frontnews image description

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) 2026 წლის ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა გაიხსნა. 

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა გახსნა. 

საზაფხულო სკოლა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, KIU-ს სტუდენტებისთვის ყოველწლიურად ხორციელდება. ღონისძიებას KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროექტის ორგანიზატორები და სტუდენტები დაესწრნენ.

ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლის ფარგლებში KIU-ს სტუდენტები გაივლიან სტარტაპის შექმნის, მართვის და განვითარების კურსს. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიუმჯობესონ ინოვაციური აზროვნების, „იდეაციისა“ და სტარტაპის შენების ძირითადი უნარები და მიიღონ სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვისთვის საჭირო პრაქტიკული გამოცდილება. 

სტუდენტები რამდენიმე კვირის განმავლობაში იმუშავებენ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებით, დაამუშავებენ საკუთარ იდეებს, შეიმუშავებენ ინოვაციური პროექტების მოდელს.

საზაფხულო სკოლა სექტემბერში დაიხურება. ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა 2021 წლიდან იმართება და მასში KIU-ს 300-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. პროექტის ფარგლებში სტუდენტების მიერ ინიციირებული ათობით სტარტაპ იდეა განხორციელდა. მონაწილეთა უმრავლესობამ კი პრაქტიკაში დანერგა მიღებული ცოდნა და გამოცდილება. ბევრმა მათგანმა საკუთარ სტარტაპ ბიზნესს ჩაუყარა საფუძველი და დაფინანსებაც მიიღო.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები