Logo

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

საზოგადოება
39
Frontnews
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე უნივერსიტეტის განვითარების პრიორიტეტები და საერთაშორისო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა საბჭოს წევრებს უნივერსიტეტში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო განვითარების აკადემიური და კვლევითი მიმართულებები გააცნო. 

სხდომას, ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის საპატიო პრეზიდენტთან, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) ემერიტუს-პრეზიდენტ, პროფესორ ვოლფგანგ ჰერმანთან ერთად, ასევე, დაესწრნენ საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს სხვა წევრები. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს TUM-ის მათემატიკური ფინანსების კათედრის თავმჯდომარემ, KIU-ს სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რუდი ზაგსტმა და  KIU-ს კანცლერმა ლევან კოპალიანმა.

საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან დისკუსია მნიშვნელოვანია საერთაშორისო აკადემიური გამოცდილების გაზიარებისა და უნივერსიტეტის განვითარების პროცესში საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებისთვის. საბჭო მნიშვნელოვან როლს ასრულებს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების პროცესში. საერთაშორისო აკადემიური გამოცდილებისა და ექსპერტული ცოდნის გაზიარება ხელს უწყობს KIU-ს ინსტიტუციურ გაძლიერებას, განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში უნივერსიტეტის წარმატებულ პოზიციონირებას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები