
ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისში ო. ჩხობაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა. განახლებული მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება მოსახლეობას თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მაღალი სტანდარტის სერვისებით მოემსახურება.
კლინიკის რეაბილიტაცია ქალაქში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს წარმოადგენს და იგი ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც სრულად განახლდა გადაუდებელი დახმარების განყოფილება, საოპერაციო ბლოკი, რეანიმაცია და ქირურგიული დეპარტამენტები.
კლინიკაში იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი. მიხეილ სარჯველაძემ განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა. მისი განცხადებით, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეგიონში ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას.
კლინიკა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ გარემოში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს შესთავაზებს. სამედიცინო მომსახურებას კლინიკაში 85 ექიმი და 100 ექთანი უზრუნველყოფს.
მიხეილ სარჯველაძესთან ერთად კლინიკაში იმყოფებოდნენ: პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი არჩილ მამალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს