ქუთაისში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

გაზიარება
ავტორი
Frontnews საქართველო
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა.
აფეთქება სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
5-სართულიანი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.





