კვახჭირის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ავტორი
Front News საქართველო
კვახჭირის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
გზის სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიაშვილმა, მოადგილესთან მანუჩარ რობაქიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
“მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ითვალისწინებს 2,3 კმ-იან გზის ზედაპირზე არმირებული ბეტონის საფარის დაიგებას, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 2022 წელს დასრულდება. გამართული ინფრასტრუქტურა მოსახლეობას საგრძნობლად შეუმსუბუქებს გადაადგილების პრობლემას“, -განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.
გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “მეკა“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 840000 ლარია.
აღნიშნული გზის პროექტი გარდამავალია და 2022 წელს დასრულდება
თაგები:
თერჯოლა




