Logo

ქვემო არცევში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა/რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რეგიონები
15 საათის წინ / 16:53
Frontnews image description

ქვემო არცევში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა/რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით მოეწყობა ჭაბურღილი, ქსელი, ინდივიდუალური მრიცხველბი.

სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელში მცხოვრებ 400-მდე ოჯახს სასმელი წყალი განახლებული წყალმომარაგების სისტემით მიეწოდება.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გარდა ქვემო არცევისა, მიმდინარე წელს სასმელი წყლის სისტემების მოწყობა/რეაბილიტაცია დაგეგმილია კიდევ 7 სოფელში - ფლავისმანში, ერგნეთში, ფლავში, დიცში, აძვში, კოშკასა და ქვეშში.

Advertisement