Logo

ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

სამართალი
336
Frontnews
ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის არაერთგზის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქეს ორი ავტომობილი მიჰყიდა, რის სანაცვლოდაც თანხა სრულად მიიღო. ავტომობილების მყიდველის სახელზე გადაფორმების შემდეგ, ბრალდებულმა ისინი 10 დღით, გაქირავებისა და მიღებული მოგების განაწილების პირობით დაიბრუნა, თუმცა შეთანხმების პირობები დაარღვია და ორივე ავტომობილი სხვა პირებზე გაასხვისა.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, დაზარალებულს 49 500 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები