Logo

ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 24 შეკვრა "მეთადონი" ამოიღო, დაკავებულია ორი პირი

სამართალი
467
Frontnews
ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 24 შეკვრა "მეთადონი" ამოიღო, დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით 24 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები