ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

ავტორი
Frontnews საქართველო
ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
მთავრობის განკარგულებით, 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი კი დაშავდა.
თაგები:
გლოვის დღე




