კვლევის თანახმად, საპროტესტო აქციების ჩატარებას გამოკითხული მოქალაქეების 60% ემხრობა


ავტორი
Front News საქართველო
“სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ჩატარებას გამოკითხული მოქალაქეების 60% ემხრობა.
ISSA-ს კვლევის შედეგებით, გამოკითხული მოქალაქეების 56,5% სრულად ეთანხმება დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას.
ხელახალი არჩევნების დანიშვნას სრულად ემხრობა გამოკითხულთა 47,2%.
ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ჩატარებას ემხრობა გამოკითხული მოქალაქეების 60%, 45% კი აქტიური მხარდამჭერია.
აღნიშნული კვლევა “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” 2025 წლის 18-30 იანვარს ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით 2 000-მდე რესპონდენტი გამოკითხა.
თაგები:
კვლევა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს