
ავტორი
Front News საქართველო
ქართველ ეკონომისტთა ჯგუფმა გააკეთა საინტერესო კვლევა და აჩვენა, რომ სანქციების დაწესებით, არა იმდენად რუსეთი დაზარალდებოდა, რამდენადაც საქართველო: იქნებოდა ეკონომიკის 10 პროცენტიანი ვარდნა, – ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ “ლელოს” იმ დაპირებებზე კომენტირებისას განაცხადა, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და პარალელურად, პენსიების 1000 ლარამდე გაზრდას გულისხმობს.
როგორც პაპავამ განმარტა, ნებისმიერი დაპირება პენსიების და სხვა გასაცემელების ზრდის შესახებ, სანქციების დაწესებასთან ერთად, შეუსრულებელია.
მისივე თქმით, სანქციების შემომღები ქვეყნები თავადვე აგრძელებენ რუსეთში ბიზნესის წარმოებას, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ უნდა შეუქმნას საქართველომ საკუთარ თავს პრობლემა.
“თუ იქნება 10 პროცენტიანი ვარდნა, ჩვენ გვექნება ბიუჯეტის კლება, ანუ ნებისმიერი დაპირება, პენსიების თუ სხვა გასაცემლების ზრდის, სანქციების დაწესების პირობებში, არის შეუსრულებელი. სანქციების შემომღები ქვეყნები თვითონვე უვლიან გვერდს სანქციებს, თვითონ არღვევენ სანქციებს და რუსეთში აგრძელებენ ბიზნესს თავიანთი ეროვნული ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე და ჩვენ, ჩვენს საზიანოდ რატომ უნდა ვიმოქმედოთ?” – განაცხადა ლადო პაპავამ “იმედთან”.
თაგები:
ლადო პაპავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს