Logo

ლალი აფციაური - ამოღებული აქვს კამერები გამოძიებას, სადაც ჩანს ყველაფერი ნათლად

სამართალი
325
Frontnews image description

ამოღებული აქვს კამერები გამოძიებას, სადაც ჩანს ყველაფერი ნათლად, (როგორ მიდის ფანჩატურში თორნიკე რიჟვაძე, გამოაქვს იარაღი) ეს ყველაფერი ჩანს, - ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა ლალი აფციაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ალექსი ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღი სპეციალურ "ქეისში", დახურულ მდგომარეობაში, ცალკე ოთახში, ფანჩატურში ჰქონდა განთავსებული.

"ბრალთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ასეთია - ვინაიდან, ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა სპეციალურ "ქეისში", დახურულ მდგომარეობაში, ცალკე ოთახში, ფანჩატური ვის როგორ წარმოუდგენია, არ ვიცი, მაგრამ მე რაც მაქვს ნანახი და შემდგომში, ალბათ, თქვენთვისაც გახდება ცნობილი, ეს არის იზოლირებული ჩვეულებრივი შენობა, უბრალოდ შუშით შემინულია და მისი კარი იკეტება. ეს "ქეისი" ჰქონდა დატოვებული ამ ოთახში და ყველაზე მარტივად შემიძლია აგიხსნათ, რომ არის იქ კამერების ჩანაწერები და ალბათ, გასაჯაროვდება.

ამოღებული აქვს კამერები გამოძიებას, სადაც ჩანს ყველაფერი ნათლად, რასაც ახლა მე გიყვებით. (როგორ მიდის ფანჩატურში თორნიკე რიჟვაძე, გამოაქვს იარაღი) ეს ყველაფერი ჩანს.

ბრალთან დაკავშირებით მე გითხარით, რომ ეს იქნება შემდგომი მსჯელობის საგანი, იმიტომ, რომ ინახებოდა "ქეისში", რომელსაც ატარებდა თან და არ მგონია, რომ სპეციალური "ქეისით" ვინმე დადიოდეს სააბაზანოში. შესაძლებელია, იქამდე იყვნენ სტუმრები, მაგრამ იმ მომენტში არ იმყოფებოდა არავინ და ამას ნახავთ კამერებში", - განაცხადა ლალი აფციაურმა. 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს ალექსი ახვლედიანს, ვისი ცეცხლსასროლი იარაღიდანაც, არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით.

Advertisement