ლანა ღოღობერიძე – გულანთებულები გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ერის სული ცოცხალია


ავტორი
Front News საქართველო
ეს არ იქნება განწირული სულისკვეთება. მჯერა, რომ გამარჯვებული სულისკვეთება იქნება. ისე მიხარია მსახიობებს რომ ვხედავ აქციაზე, გულანთებულები გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, – ამის შესახებ კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეების, მათ შორის მსახიობების ქმედება იმის ნიშანია, რომ ერის სული ცოცხალია.
“ეს არ იქნება განწირული სულისკვეთება. მჯერა, რომ გამარჯვებული სულისკვეთება იქნება. ისე მიხარია მსახიობებს რომ ვხედავ აქციაზე, გულანთებულები გამოხატავენ თავიანთ პროტესტს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ერის სული ცოცხალია, მაგრამ მაინც ასეთი დაპირისპირება და გახლეჩაა, ხანდახან ვკითხულობ Facebook-ზე და არ მჯერა. თამაზ ჩხენკელი გამახსენდა გუშინ, ის 18-19 წლის ზუსტად აქ იდგებოდა და ზუსტად აქ იტყოდა თავის ლექსს.
აქ ყველას უკანასკნელი ბრძოლიდან მოყოლილი ტყვია აქვთ ჩარჩენილი გულში და ასე იბრძვიან. ჩვენი თაობაც აქ დგას. მე იცი, რას ვგრძნობ, რომ დღეს აქ საბოლოოდ კვდება საბჭოთა კავშირი. საშინელი ბნელი სისტემა კვდება და ვეღარასოდეს ვეღარ იცხოვრებს”, – განაცხადა ლანა ღოღობერიძემ.
თაგები:
ლანა ღოღობერიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს