Logo

ლანა ღოღობერიძე - კიდევ ერთხელ დაფიქრდი, მოსამართლევ! იქნებ მოხდეს სასწაული და შენში გაიმარჯვოს თანაგრძნობისა და სამართლიანობის განცდამ

საზოგადოება
435
Frontnews image description

კიდევ ერთხელ დაფიქრდი, მოსამართლევ! დღეს უთვალავი თვალია შენკენ მოპყრობილი! იქნებ მოხდეს სასწაული და შენში გაიმარჯვოს თანაგრძნობისა და სამართლიანობის განცდამ, რომელიც ასე ბუნებრივია ადამიანისათვის, - ამის შესახებ კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე წერს.

მისივე თქმით, მზია მთელი ცხოვრება თავისუფლებისათვის მებრძოლი, თანმიმდევრული და დაუდეგარი ქალია.

"მზია მთელი ცხოვრება თავისუფლებისათვის მებრძოლი, თანმიმდევრული და დაუდეგარია. ის ერთი პატარა ჟესტიც ხომ ამ თვისებების გამოვლინება იყო და კიდევ, პასუხი კაცის მიერ ქალისთვის მიყენებულ შეურაცხყოფაზე - ღირსეული ქალის პასუხი. ჩემთვის ის სწორედ ამ პიროვნული, ქალური ღირსების სიმბოლოა. მისი განაჩენი, რეჟიმის განაჩენი იქნება. ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ კონკრეტულად... როდესაც ვფიქრობ, რომ ამ სუსტი ჯანმრთელობის ქალმა, ვისაც დღეს თვალების, ანუ მხედველობის პრობლემები აქვს, შეიძლება წლები გაატაროს ციხეში, სული ყელში მებჯინება! კიდევ ერთხელ დაფიქრდი, მოსამართლევ! დღეს უთვალავი თვალია შენკენ მოპყრობილი! იქნებ მოხდეს სასწაული და შენში გაიმარჯვოს თანაგრძნობისა და სამართლიანობის განცდამ, რომელიც ასე ბუნებრივია ადამიანისათვის!“, - წერს ლანა ღოღობერიძე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

სასამართლოს სხდომას ესწრებიან ევროკავშირის ოფისის წარმომადგენლები, საფრანგეთის, შვედეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ნიდერლანდების, პოლონეთისა და ლიეტუვას საელჩოს წარმომადგენლები, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე აქციებზე დაკავებული პირების მშობლები.

Advertisement