ლანა ღოღობერიძე – მოვალეობის მოსახდელად კი არ მოდიან, ლაღად და მრავალფეროვნად მოდიან, ეს ძალიან კარგის მომასწავებელია


ავტორი
Front News საქართველო
მთავარი დარტყმა ევროინტეგრაციაზე უარის თქმა იყო. თვითმკვლელურ განცხადებად მიმაჩნია ეს, – ამის შესახებ კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ განაცხადა.
მან აქტივისტების ქმედებები შეაფასა და განაცხადა, რომ მათ უნდათ, მომავალი მოიპოვონ თვითონ.
“მთავარი დარტყმა ევროინტეგრაციაზე უარის თქმა იყო. თვითმკვლელურ განცხადებად მიმაჩნია ეს. ყველამ ვიცოდით, რომ ამდენ ხალხს ევროკავშირის წევრობა უნდოდა და ამის გამოცხადება სასარგებლო ვერავისთვის ვერ იქნებოდა.
უამრავი პროტესტი მინახავს, მაგრამ იმდენად უჩვეულოა ის, რაც დღეს ხდება, ეს მასშტაბი მაშინდელთან შედარებით სულ სხვაა. ვხედავ ქართველების თანდაყოლილ თვისებებს, სილაღეს – ეს უდიდესი რამეა, მოვალეობის მოსახდელად კი არ მოდიან, ლაღად და მრავალფეროვნად მოდიან. ეს ძალიან კარგის მომასწავებელია.
ეს მასა კი არ არის გამოსული ქუჩაში, სულ პიროვნებები არიან გამოსული. ადამიანად მაშინ იბადები, თუ ცდილობ, გაიაზრო სამყარო და ჩამოაყალიბო შენი საკუთარი აზრი ისეთ რამეზეც, როგორიც არის სამშობლოს სიყვარული. აი, ასეთ ადამიანებს ვხედავ იქ, პირადი ჭეშმარიტება აქვთ. უნდათ, რომ მომავალი მოიპოვონ თვითონ, ეს უდიდესი რამეა”, – განაცხადა ლანა ღოღობერიძემ.
თაგები:
ლანა ღოღობერიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს