ლანა ცერცვაძე - სამწუხაროდ, სასამართლომ მიიღო არაობიექტური, უსამართლო, მიკერძოებული გადაწყვეტილება

ავტორი
Frontnews საქართველო
სამწუხაროდ, სასამართლომ მიიღო არაობიექტური, უსამართლო, მიკერძოებული გადაწყვეტილება, შესაბამისად, დაცვის მხარე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მიმართავს, - ამის შესახებ სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სააპელაციო სასამართლოს დაცვის მხარე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
"სამართლებრივი შეფასება გამიჭირდება სასამართლოს უსამართლო განაჩენთან მიმართებაში. დაცვის მხარეს მოლოდინი ჰქონდა გამამართლებელი განაჩენის და ეს მოლოდინი მხოლოდ დამყარებული იყო იმაზე, რომ საქმეში რეალურად არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ბატონ გრიგოლ ლილუაშვილის არჩადენილ დანაშაულს დაამტკიცებდა. სამწუხაროდ, სასამართლომ მიიღო არაობიექტური, უსამართლო, მიკერძოებული გადაწყვეტილება, შესაბამისად, დაცვის მხარე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მიმართავს. კანონით დადგენილ ვადაში აღნიშნული უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენი გასაჩივრდება სააპელაციო წესით“, - განაცხადა ლანა ცერცვაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წელი მიუსაჯა.
თაგები:
ლანა ცერცვაძე




