ლანდსბერგისი – ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი შეთანხმდნენ სანქციების დაწესებაზე მათ წინააღმდეგ, ვინც ახშობს საქართველოში ლეგიტიმურ პროტესტს

ავტორი
Front News საქართველო
ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი ერთობლივად შეთანხმდნენ სანქციების დაწესებაზე მათ წინააღმდეგ, ვინც ახშობს საქართველოში ლეგიტიმურ პროტესტს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში წერს.
“ბალტიის სამი სახელმწიფო – ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი ერთობლივად შეთანხმდნენ სანქციების დაწესებაზე მათ წინააღმდეგ, ვინც ახშობს საქართველოში ლეგიტიმურ პროტესტს.
დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში არ მივესალმებით”, – წერს ლანდსბერგისი.





