
ავტორი
Front News საქართველო
ლარსის მიმართულებით რესპუბლიკის მოედნიდან აქციის მონაწილეების კოლონა უკვე დაიძრა.
საპროტესტო ღონისძიებაში ქართველებთან ერთად უკრაინელებიც მონაწილეობენ.
როგორც ისინი აცხადებენ, საქართველოს საზღვარი რუსეთის მოქალაქეებისთვის უნდა ჩაიკეტოს.
“დროას” წევრის გიგა ლემონჯავას განცხადებით, გამორიცხული არ არის ქვეყანაში ისეთი პირებიც შემოდიოდნენ, ვინც აგვისტოს ომში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდნენ.
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარი რუსეთის მოქალაქეებისთვის უნდა იყოს ჩაკეტილი, იმიტომ რომ პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოში შემოდიან სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები, რომლებსაც, შესაძლოა, მონაწილეობა ჰქონდეთ მიღებული 2008 წელს ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში“,- განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
აქცია ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან 15:00 საათზეა დაგეგმილი.
თაგები:
ლარსი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს