ლაშა ბერიძე - 1924 წლის აჯანყებაზე ისაუბრეს და პარალელები გაავლეს, ჩვენ არ გავიზიარებთ იმ ხალხის ბედს, ჩვენ გავიმარჯვებთ


ავტორი
Front News საქართველო
1924 წლის აჯანყებაზე ისაუბრეს და პარალელები გაავლეს. ერთ პარალელს გეტყვით, რომ ჩვენ არ გავიზიარებთ იმ ხალხის ბედს, ჩვენ გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, ის ახლა რეჟიმის ტყვეა.
“ჩვენი ბრძოლა არის მშვიდობიანი. მშვიდობიანი ბრძოლა ძალიან სპეციფიკურია. ის, რომ მე დღეს აქ ვზივარ და ტყვე ვარ, ესეც მშვიდობიანი ბრძოლის ნაწილია. მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ, მე არ მივიჩნევ თავს რეჟიმის მსხვერპლად, მე მეომარი ვარ, ტყვე ვარ, კი ბატონო. აქ 1924 წლის აჯანყებაზე ისაუბრეს და პარალელები გაავლეს. ერთ პარალელს გეტყვით, რომ ჩვენ არ გავიზიარებთ იმ ხალხის ბედს, ჩვენ გავიმარჯვებთ", - განაცხადა ლაშა ბერიძემ.
პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
თაგები:
ლაშა ბერიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს