Logo

ლაშა ბერიძე - მე რომ მნდომებოდა შენობის აღება, 70 წელს გადაცილებულ მსოფლიოში ცნობილ ოპერის მომღერალთან ერთად არ დავიწყებდი შენობის შტურმს

Frontnews image description

მთავარმა გამომძიებელმა არ იცის, ვინ გადაანგრია ღობე. მე რომ მნდომებოდა შენობის აღება, 70 წელს გადაცილებულ მსოფლიოში ცნობილ ოპერის მომღერალთან ერთად არ დავიწყებდი შენობის შტურმს, - ამის შესახებ ლაშა ბერიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, 4 ოქტომბერს ის თავის ფუნქციას ხედავდა, რომ მიტინგს დახმარებოდა.

"სოციალურად აქტიური პიროვნება არ ვარ, არც „რუსული კანონის“ მიღებამდე პროტესტში ჩართული არ ვყოფილვარ, მიტინგზეც რომ მივსულვარ, თავი მეორე მხარეს მეგონა ხოლმე. რამდენიმე მიტინგს ვარ დასწრებული, 4 ოქტომბრამდე ტრიბუნაზეც არ ვარ ნამყოფი.

მთელი ცხოვრება ისე მაქვს გავლილი, ალბათ, არავის ისე არ ვცემ პატივს, როგორც იმ ადამიანებს, რომელთაც ფორმა აცვიათ. ჩემთვის ყოველთვის საამაყო იყო ქართული პოლიცია, თუ როგორ გათანამედროვდა... რაც შეეხება განსხვავებას - 9 აპრილს მილიცია გაცილებით ჰუმანურად და კანონიერად იქცეოდა, ვიდრე ახლა პოლიციის ნაწილი. არც ერთ მიტინგზე არ გამჩენია პოლიციის მიმართ სიძულვილი, როგორც ახლა, ნიღაბში გადაცმული პოლიციელები როგორ ურტყამდნენ შვილისტოლა ხალხს და თავს ესხმოდნენ.

შეიძლება არ მომეწონა, რომ გაზი გამოიყენეს, მაგრამ კარგად მესმოდა, რომ ისინი მასების მართვის ღონისძიებას ატარებდნენ, მაგრამ მე პრეტენზია მქონდა, როცა ხალხზე ძალადობდნენ და ამას პოლიცია უყურებდა.
მართლა ვერ ვხვდები პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას რას ეძახის. მივედი, სადაც ხალხი იკრიბებოდა, ახლოს ვიცნობდი პაატა ბურჭულაძეს, ერთი რამის შიში მქონდა წინა აქციების გამოცდილებით - პოლიციას მოყოლილი „ტიტუშკები“ დაიწყებდნენ მომიტინგეებზე ძალადობას. ამიტომ,  ჩემს ფუნქციას ვხედავდი, ამ მიტინგს დავხმარებოდი.

ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ ღობის გადანგრევა ხელოვნურად ორგანიზებული იყო. მთავარმა გამომძიებელმა არ იცის, ვინ გადაანგრია ღობე. მე რომ მნდომებოდა შენობის აღება, 70 წელს გადაცილებულ მსოფლიოში ცნობილ ოპერის მომღერალთან ერთად არ დავიწყებდი შენობის შტურმს“, - განაცხადა ლაშა ბერიძემ.

პაატა მანჯგალაძე, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე 2025 წლის 4 ოქტომბერს ღამით დააკავეს. გამოძიება მათ კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება, რაც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები