ლაშა დოლბაძე რუსთავში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლბაძე, ქალაქ რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილთან ერთად, რუსთავში, მე-11 მიკრორაიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა.
მინისტრმა მოსახლეობას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2025 წლის პროგრამები გააცნო, რომელიც მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის დავალებით, აქტიურად მიმდინარეობს აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრები, რომლის მიზანია მოსახლეობისათვის არსებული პროგრამების გაცნობა და მათ საჭიროებებზე მორგებული პროექტებისა და ინიციატივების განხორციელება.
თაგები:
ლაშა დოლბაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს