
ავტორი
Front News საქართველო
ვფიქრობ, რომ მოწმეებზე ზეწოლა მიმდინარეობს, რადგან ჩვენთვის გაურკვეველია, თუ ერთხელ იქნა დაბარებული ალექსანდრე დილის საათებში გამოკითხვაზე, რატომ გახდა მისი ხელახლა გამოკითხვა საჭირო, - ამის შესახებ კახეთში მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთი მოწმის მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილის ადვოკატმა ლაშა კაპანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მან პოლიციის განყოფილება გვიან ღამით დატოვა.
“ალექსანდრე მრელაშვილი ამბობს, რომ სასტუმროს მესამე სართულიდან გადმოასხეს რაღაც სითხე, რომელიც დაესხა აპარატურას და დაზიანდა. ალექსანდრე დილის საათებში იმყოფებოდა გამოკითხვაზე, საღამოს საათებში, როცა განყოფილებასთან ვიმყოფებოდით, გამოვიდა განყოფილებიდან და განაცხადა, რომ მიცემული ჰქონდა ჩვენება და არაფრის შეცვლას არ აპირებდა, რაზეც პოლიციელები გამოეკიდნენ და ძალის გამოყენებით შეიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში. მერე იქ რა მოხდა აღარ ვიცი, მოგვიანებით, ალექსანდრე გამოვიდა განყოფილებიდან ისე, რომ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.
ვფიქრობ, რომ მოწმეებზე ზეწოლა მიმდინარეობს, რადგან ჩვენთვის გაურკვეველია, თუ ერთხელ იქნა დაბარებული ალექსანდრე დილის საათებში გამოკითხვაზე, რატომ გახდა მისი ხელახლა გამოკითხვა საჭირო", - განაცხადა ლაშა კაპანაძემ.
ალექსანდრე მრელაშვილი 19 ივლისს საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით იყო დაბარებული და კახეთში, სასტუმრო "აგარანის მამულში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით იკითხებოდა, სადაც რუს ტურისტებსა და ქორწილში მყოფ პირებს შორის დაპირისპირება მოხდა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მრელაშვილმა "გამოკითხვაზე ბოლომდე დარჩენა არ ისურვა, რა დროსაც პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა და პირადი ნივთების შესანახი კარადა დააზიანა". შსს-მ მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.
თაგები:
ლაშა კაპანაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს