ლაშა ფარულავა - 4 ოქტომბერი იქნება რეჟიმის მშვიდობიანი დამხობის დღე, ამიტომ არავის არ უნდა შეგეშინდეთ, ყველა უნდა მოხვიდეთ


ავტორი
Front News საქართველო
"ივანიშვილმა დაიჯერა და დარწმუნდა იმაში, რომ ქართველი ხალხი დაასრულებს მათ 4 ოქტომბერს, ამიტომ ჩვენ უნდა დავიჯეროთ ჩვენს ძალებში, ძალა არის ერთიანობაში დიდ წინააღმდეგობაში და 4 ოქტომბერი იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების დღე, რეჟიმის დამხობის და მშვიდობიანი დამხობის დღე, ამიტომ არავის არ უნდა შეგეშინდეთ, ყველა უნდა მოხვიდეთ", - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.
"პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო სპეცრაზმის მომზადებას დედაქალაქში, ღია სივრცეში, რომელიც ნიშნავს იმას, რომ კობახიძეს ეშინია, რატომ? იმიტომ რომ "ქართული ოცნებიდან“ გაყარა ქოცები და გაავსო მედროვეებით. ახლა ამ მედროვეებს ეუბნებიან, რომ ნუ გეშინიათ ბიჭებო, სპეცრაზმს ვავარჯიშებთ, მაგრამ ავიწყდებათ ერთი რამ, რომ არ უშველით სპეცრაზმი, არ უშველით არავინ, რადგან ქართველი ხალხი 4 ოქტომბერს შეიკრიბება და გაიმარჯვებს რეჟიმზე. ჩვენ ვემზადებით რეჟიმის მშვიდობიანი დამხობის აღსანიშნავად 4 ოქტომბერს და ამას ხელს ვერავინ ვერ შეუშლის. თუ ივანიშვილი გადაწყვეტს, რომ ხელი აღმართოს მშვიდობიან დემონსტრანტებზე, ის მიიღებს ქართველი ხალხის რისხვას და მას ვერ დაიცვას სპეცრაზმი, რადგან გამოცდილება არსებობს თუ როგორ მოექცა გომელაურს, გაუშვა ერთ ადგილას, რატომ? იმიტომ რომ აღარ სჭირდება და ამიტომ ეს არის გაკვეთილი თითოეული სპეცრაზმელისთვის და მათ შორის ძალაშია ჯილდო, რომელსაც მიიღებს ყველა კეთილსინდისიერი პოლიციელი და ძალოვანი უწყების წარმომადგენელი, რომელიც აირჩევს კანონის მორჩილებას, კეთილსინდისიერებას და ხელს არ აღმართავს მშვიდობიან დემონსტრანტებზე, რომელსაც სურს საქართველო იხილოს დასავლეთში.
თქვენ მოსამართლეს უწოდებთ იმ ადამიანს, რომლის ოჯახის წევრიც არის სუსის თანამშრომელი. ლევან ხაბეიშვილი დააკავა სუსმა და ციხეში გაუშვა მისმა მეუღლემ, ასეთი რამე ავტორიტარულ ქვეყნებშიც კი არ ხდება და პოლიტიკურად რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკურად შეშინებულია კობახიძე-მდინარაძე, მათ არ ჰყავთ პროტოქოცები ქოცებში, რადგან მათ ყველა გაყარეს, დარჩნენ მედროვეები, ამიტომ ამ მედროვეებს რომ აიძულო უკანონობაზე ხელი მოაწეროს, ძალიან დიდი ჯილდო უნდა დააწესო, თუმცა ამის რესურსიც აღარ დარჩათ ქოცებს. ამიტომ მეგობრებო ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილმა დაიჯერა და დარწმუნდა იმაში, რომ ქართველი ხალხი დაასრულებს მათ 4 ოქტომბერს, ამიტომ ჩვენ უნდა დავიჯეროთ ჩვენს ძალებში, ძალა არის ერთიანობაში დიდ წინააღმდეგობაში და 4 ოქტომბერი იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების დღე, რეჟიმის დამხობის და მშვიდობიანი დამხობის დღე, ამიტომ არავის არ უნდა შეგეშინდეთ, ყველა უნდა მოხვიდეთ, მე ვაპირებ ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად მოსვლას ხუთჯვრიანი დროშით, რადგან თუ ივანიშვილს ეშინია რამის, ეს არის ხუთჯვრიანი დროშის“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
თაგები:
ლაშა ფარულავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს