Logo

ლაშა ფარულავა - ეს არის კორუფციული, კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ქართველმა ხალხმა დიდი ერთიანობით უნდა დაასრულოს

პოლიტიკა
46
Frontnews
ლაშა ფარულავა - ეს არის კორუფციული, კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ქართველმა ხალხმა დიდი ერთიანობით უნდა დაასრულოს

მამუკა მდინარაძე არა მხოლოდ თანამდებობიდან გაუშვეს, არამედ პოლიტიკიდანაც, ის გაუშვა ივანიშვილმა, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის კორუფციული, კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქართველმა ხალხმა დიდი ერთიანობით უნდა დაასრულოს ამ ქვეყანაში.

“მამუკა მდინარაძე არა მხოლოდ თანამდებობიდან გაუშვეს, არამედ პოლიტიკიდანაც, ის გაუშვა ივანიშვილმა. ვერ უშველა ირაკლი კობახიძის პროტექციამ, ვერ უშველა ვერაფერმა, ვინაიდან მას დაუმტკიცეს საერთო კრიმინალური, კორუფციული ყულაბიდან ფულის მოპარვა, კრიპტოანგარიშებზე ფულის გადარიცხვა, ასე ვრცელდება ინფორმაცია „ქოცებში“ და კი, ეს არის კრიმინალური რეჟიმი. ეს არის კორუფციული, კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქართველმა ხალხმა დიდი ერთიანობით უნდა დაასრულოს ამ ქვეყანაში. არც მამუკა მდინარაძე, არც ირაკლი ღარიბაშვილი არაფერს წარმოადგენს. ამ პირამიდის მთავარ წვერს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები